არჩილ თალაკვაძეს COVID-ინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა, – ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება”, – წერია პრესრელიზში.
მათი თქით, განმეორებითი ტესტირების შედეგად, COVID-ინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.
არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში.