თალაკვაძის თქმით, ამ კვირაში პარლამენტში შესაძლოა, ნამახვანჰესის თემაზე მინისტრები დაიბარონ

პუბლიკა

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნამახვანჰესის შესახებ კომენტარები გააკეთეს.  უმრავლესობის წევრის, ზაზა ლომინიძის გამოსვლის შემდეგ, სადაც მან აღნიშნა, რომ „აუცილებელია არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს მოსახლეობისთვის“.

პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტს, მთავრობა არ იტყვის უარს და შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც, საკომიტეტო ან პლენარული სხდომის ფორმატში მოუსმინონ შესაბამისი პროფილის მინისტრებს.

„პარლამენტს ამისთვის აქვს ყველა შესაძლებლობა, რადგან უმრავლესობაც და ოპოზიციაც გამოდის მოთხოვნით, რომ ამასთან დაკავშირებით იყოს აქტიური დისკუსია პარლამენტში. მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მინისტრის საათი, სადაც შს მინსტრისთვის უნდა მოგვესმინა და თუ იქნება კონსულტაციები და შეთანხმება, შეგვიძლია პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში ამ თემაზე სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.