თამარ ბაღაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა

პუბლიკა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამარ ბაღაშვილი „მთავარ არხს“ ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბაღაშვილმა „ფეისბუკ“ პოსტით გაავრცელა.

ბაღაშვილი არხის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ. არ დავწერ ჯერ ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი, მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის „ბაღო“, ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას!!!”. – წერს თამარ ბაღაშვილი.