„თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო იმისთვის, რომ ითმენს იმ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით პირველ ღამეს მოითმინა”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
„თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უკულტურო ქცევით გამოირჩეოდნენ მისი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან” და „ევროპული საქართველოდან”, ცესკოს წევრები.
ეს იყო აბსოლუტურად მდარე, უკულტურო ქცევა, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი თამარ ჟვანიას მიმართ. ამისთვის ის იმსახურებს თანადგომას, არა პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უზუსტობებს, მისი თქმით, უზუსტობები ხდება ყველა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში კი ხდება ამ უზუსტობების დაზუსტება და რომ ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.