„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, – წერს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
თამარ ჟვანიას გდადგომის შესახებ დღეს, 30 ივნისს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.