უმრავლესობის დეპუტატს, თამარ ტალიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
ის ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
„ქართული ოცნების“ სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, მისი ადგილმონაცვლეობა გრეტა წიწავას უწევს.
„პუბლიკა“ გრეტა წიწავას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა პარლამენტის წევრობას. შეკითხვის პასუხად, წიწავამ განგვიცხადა, რომ მისი პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გრეტა წიწავა წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.
2012-2014 წლებში წიწავას „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულობის სახით, ჯამში, გაღებული აქვს 35 ათასი ლარი.