პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
ტალიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ შეუწყდება.
„ქართული ოცნების“ სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, მისი ადგილმონაცვლეობა გრეტა წიწავას უწევს. ინფორმაცია კომიტეტზე ირაკლი ქადაგიშვილმაც დაადასტურა.
„პუბლიკა“ გრეტა წიწავას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა პარლამენტის წევრობას. შეკითხვის პასუხად, წიწავამ განგვიცხადა, რომ მისი პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გრეტა წიწავა წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.
2012-2014 წლებში წიწავას „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულობის სახით, ჯამში, გაღებული აქვს 35 ათასი ლარი.