თამარაშვილზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო, გარდაცვლილია 1 ადამიანი

პუბლიკა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 7-სართულიან კორპუსში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ბინაში კი ნაპოვნია კაცის ცხედარი.

საგანგებოს ცნობით, ადგილზე მუშაობდა 4 ეკიპაჟი. ხანძრის გავრცელების რისკი არ არის. ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მეზობლების ინფორმაციით, იყო აფეთქების ხმა, რასაც შემდეგ ცეცხლი მოჰყვა.