თამაზ თამაზაშვილმა „ქართულ ოცნებისთვის“ 9 755 ლარის არაფულადი შეწირულობა გაიღო

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა 2020 წლის 13 იანვარს „ქართულ ოცნებისთვის“  9 755 ლარის არაფულადი შეწირულობა გაიღო.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, „ქართული ოცნებისთვის“ თამაზ თამაზაშვილს სულ 11-ჯერ აქვს არაფულადი შეწირულობა გაღებული, რამაც ჯამში 48 785 ლარი შეადგინა.

2019 წლის დეკემბერში „ქართულ ოცნებას“ არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირისგან აქვს მიღებული ფულადი შეწირულობა.

მაგალითად, ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანიამ 2019 წლის დეკემბერში 100 000  ლარი შესწირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე ჯაფარიძეა.

40 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენმა თენგიზ გავაშელმა 2019 წლის დეკემებრში. 

თენგიზ გავაშელს სხვადახვა დროს ხუთჯერ აქვს ფულადი შეწირულობა „ქართული ოცნების“ სახელზე შეტანილი და მათი ჯამი 168 000 ლარია. თენგიზ გავაშელი ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ის წილს ფლობს შპს „დოლაბაურსა“ და შპს „ლილო-მოლში“.

55 000 ლარი აქვს შეწირული 2019 წლის დეკემბერში დიანა რაჭველიშვილს. 2016 წლის შემდეგ მის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ოთხჯერ  შეწირული თანხის ჯამი 205 000 ლარია. დიანა რაჭველიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.