თანაბრად განიხილება პროექტის გაგრძელება, ასევე – გარკვეული პირობებით გასვლა – თურნავა ENKA-ზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე კომპანია „ენკასთან“ სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შედეგებზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ისაუბრა. მისი თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან.

„ორი შეხვედრა შედგა ჩვენ შორის. სამუშაო ჯგუფები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პიერიოდში კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ჩვენ შემხვედრი სურვილიც ვხედავთ რომ სახეზეა, რომ არბიტრაჟის გარეშე თუ არის შესაძლებელი, რომ მოხდეს შეთანხმება. თანაბრად განიხილება ახლა ამ ეტაპზე როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე პროექტიდან გასვლა მათი მხრიდან გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა მინისტრმა.