„თანასწორობის ჯილდო“ 9 ლგბტქ უფლებების მხარდამჭერს გადაეცა

პუბლიკა

დღეს, 12 დეკემებრს „თანასწორობის ჯილდო“ გადაეცა 9 ლგბტქ უფლებების აქტივისტსა  და მხარდამჭერს. გამარჯვებულები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც თანასწორობის მოძრაობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები შედიოდნენ. ხოლო მეცხრე ჯილდო თანასწორობის მოძრაობამ გადასცა გამარჯვებულს.

ღონისძიებას ყოველწლიურად ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ მართავს.

გამარჯვებულები არიან:

  1. ბარი საქსესი
  2. მალხაზ სონღულაშვილი – საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
  3. მანო სვანიძე – ფოტოგრაფი
  4. ვარლამ მალანია – პოლიციელი
  5. იური – „ადამიანი, რომელსაც მნიშველოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში დრეგ კულტურის განვითარებაში“, –  წერს „თანასწორობის მოძრაობა“
  6. გაბრიელა – „გაბრიელა სწორედ ის ადამიანია, ვისაც წვლილი შეაქვს ტრანს თემის გაძლიერებაში“.
  7. 7. თამარ მჭედლიშვილი – იურისტი; მუშაობს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში.
  8. ავთანდილ კონცელიძე –  ავთანდილ კონცელიძე, ტრანსგენდერი გოგოს – ლიკას ბაბუა. ლიკა 24 წლის ასაკში 2018 წელს გარდაიცვალა. ავთანდილ კონცელიძე ლიკას სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა.
  9. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – „ფილმი, რომლის სანახავადაც ბრიკადებისა და პოლიციის კორდონის გავლა მოგვიწია. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის გაბედაობა, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოიჩინა“.

ვრცლად წაიკითხეთ აქ;


არასმთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ „თანასწორობის ჯილდო“ არის მადლიერების აქტი ლგბტქი აქტივისტებისა და იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე.