„ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“ - ხელაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებში შედეგის მისაღწევად საჭიროა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულობა.

„ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. თქვენ ნახეთ, რომ პირველივე საათებში, როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა, რა ხებოდა პარლამენტის გარეთ. ის, რაც ხდებოდა, ნებისმიერ შიდა და გარე დამკვირვებლისთვის იყო მსგავსი, რაც ხდებოდა კაპიტოლიუმის გარეთ 6 იანვარს. იგივე შეიძლება, სხვათა შორის, დღესაც, 4 მარტსაც დაანონსებულია კაპიტოლიუმთან რაღაცა არეულობა.

…ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რა უნდა, უნდა მას მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ – რეალურად შედეგის მიღწევა“, – განაცხადა ხელაშვილმა.