ტაქსის მძღოლები, რელიგიური ჯგუფები, სასურსათო ბაზრობები იანვარში ტესტირებაში ჩაერთვებიან - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განიხილა იანვარში, განსაკუთრებით, ახალი წლის პერიოდში ანტიგენის და PCR-ტესტირების გაიოლების და გაფართოების საკითხი.

„ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, როცა ტრანსპორტი არ მუშაობს;

ასევე გადაწყდა, ჩაერთონ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალი.

ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია, საკოლმეურნეო-სასურსათო ბაზრობას, ჩატარდება ტესტირება და ზოგადად ეს მიმართულება – ე.წ. გაფართოებული ტესტირება ვერსუს ლოკდაუნები, ვერსუს შეზღუდვები იქნება ერთ-ერთი მიმართულება შემდგომში ეკონომიკის თანდათანობით გახსნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.