ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა მოიხსნა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
მთავრობის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ბოლო ცვლილება 23 მარტს შევიდა.
ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია დადგენილებაში აღარ არის.