თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა

პუბლიკა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.

ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან, ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის კოლექტიური უსაფრთხოების განყოფილების დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან და თანმხლებ პირებთან საუბრის მთავარ თემებს  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში ჩართულობა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და რეგიონული უსაფრთხოების გარემო საკითხები წარმოადგენდა.

ირაკლი ბერაიამ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 შეხვედრაზე მნიშნველოვანი ყურადღება  2022 წლის ნატო-საქართველოს სწავლების განხილვას დაეთმო, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს.