თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო გარდაიცვალა

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედროს, კაპრალ ზურაბ ფინესკოს გარდაცვალების გამო.

„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.