ჰაკერული ქსელი Anonymous ტვიტერზე წერს, რომ კიბერთავდასხმები განხორციელდება ბელორუსის და საქართველოს მთავრობებზეც.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეტევები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგაც გაგრძელდება.
„ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Anonymous სხვადასხვა ტვიტერით ავრცელებს ინფორმაციას, მათ შორის ამ მისამართითაც.
Attacks will be launched on the Belarusian and Georgian governments as well, not all of our actions can be shared here publicly but regardless, some of it we most likely will publicize. Attacks will continue against the Russian government too. All of them are our targets https://t.co/dtIOgepTzx
— Anonymous (@LiteMods) March 7, 2022