„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები მოხსნა

პუბლიკა

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვხსნათ ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში (მცხეთის, ბოლნისის, ისნის და საგარეჯოს ოლქებში) და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისაკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში ვართ დარწმუნებულნი”, – ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პუბლიკას“ აღნიშნული განცხადება პარტიის პრესსამსახურმა მიაწოდა.

ემზარ კაკულიას განმარტებით, ,,თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარდგენილ მაჟორიტარებს არ აქვთ გამარჯვების ან მეორე ტურში გასვლის შანსი. მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების თანახმად, შედეგი სწორედ ამგვარი დაიდო.  ემზარ კაკულიას განმარტებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, ის მცირე რესურსი, რომელიც პარტიას რეალურად შერჩა, მიმართული იქნას, სწორედ პარტიული ხმების მობილიზებაზე.

ამ ეტაპზე მაჟორიტარის კანდიდატურა მოხსნილი არაა მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, რომელშიც ,,თავისუფალ დემოკრატებს” წარდგენილი ჰყავთ ვიტალი დარასელია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას დასახელებული ყავდა:

  1. დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  2. ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  3. ედუარდი ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;
  4. ვიტალი დარასელია – საბურთალოს ოლქი;