„თავისუფალმა დემოკრატებმა“ VI რიგგარეშე ყრილობა გამართეს. აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე, პარტიის გამგეობის შემადგენლობა, დასახელდა მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის პირველი ნომერი.
პარტიის ახალი თავმჯდომარე გახდა: თამარ კეკენაძე.
„როგორც პარტიის ახალ თავმჯდომარეს, მექნება 2 მიზანი: პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ვაქციოთ ისეთ პლატფორმად, სადაც თითოეულ წევრს ექნება ყველანაირი შესაძლებლობა შექმნილი, მოახდინოს თავის რეალიზება, განახორციელოს საკუთარი იდეები.
„თავისუფალი დემოკრატები“ იქნება ადგილი, სადაც ყველას აზრი იქნება თანაბრად ღირებული და მნიშვნელოვანი. „თავისუფალი დემოკრატები“ გახდება მაგალითი, როგორი უნდა იყოს თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია;
მეორე – ჩვენ უნდა აღვადგინოთ ამომრჩევლის ნდობა და მხარდაჭერა“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
თამარ კეკენაძემ აუდიტორიას პარტიის გამგეობის წევრები წარუდგინა:
-
ვახტანგ მჭედლიძე;
-
დევი ტაბიძე;
-
ემზარ კაკულია;
გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის დამტკიცების შემდეგ პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა:
- დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
- ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
- ედუარდი ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;
- ვიტალი დარასელია – საბურთალოს ოლქი;
„თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერია: ვახტანგ მჭედლიძე.
შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 20 აგვისტოს დატოვეს. მანამდე, 3 აგვისტოს დატოვა პარტია ლევან სამუშიამ, რომელმაც წასვლის მიზეზზე არ ისაუბრა. პარტიის დანარჩენმა ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიაღებინა.