„თავისუფლება ანრი კაკაბაძეს!“ - კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტეტსო აქცია გაიმართა.

აქციაზე სტუდენტებმა სამი მთავარი მოთხოვნა დაასახელეს.

პირველი – გათავისუფლდეს კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტი ანრი კაკაბაძე; მეორე – კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე; მესამე- გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეები. 

ბათუმში ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით გუშინ პატიმრობა შეუფარდეს დეკანს და 4 სტუდენტს. ერთ-ერთი დაკავებული 21 წლის ანრი კაპანაძეა, რომელიც არის თბილისის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი, პანისტი.

როგორც სტუდენტები ამბობენ, დღევანდელი აქციის მთავარი მოტივი სწორედ ანრი კაკაბაძესთვის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებაა.

„პირევლი მოთხოვნა არის ანრი კაკაბაძის გათავისუფლება. თუ უდანაშაულო პატიმრების ციხეში ყოფნა იყო ეროვნული საქმე და იყო ეროვნული ინეტერსების უგულებელყოფა, ახლა უკვე კონსერვატორიას პირადად შეეხო ეს. არცერთმა სტუდენტმა თუ პროფესორმა არ უნდა მოითბინოს ის, რომ უსამართლოდ დაკავებული ანრი კაკაბაძე დღეს უსამართლოდ იჯდეს ციხეში. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ანრი კაკაბაძე!

ვითხოვთ რექტორისგან, გიორგი ვაჩნაძისგან მკაფიო განცხადებას, რომ ემიჯნება კატეგორიულად ირაკლი კობახიძის განცხადებას. დღეს ის ფაქტიც რომ ჩვენ  კონსერვატორიაში გვაქვს „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამა არის მხოლოდ ევროკავშირის და ევროპის დამსახურება. და ის ფაქტი რომ 2022-2023 წლებში 30-მდე სტუდენტი გაემგზავრა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლებლად ეს არის მხოლოდ ევროკავშირის დამსახურება და ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი რასაც უნდა იცავდეს რექტორი პირველ რიგში, ამიტომ ვითხოვთ რექტორმა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ კატეგორიულად ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამბობს რომ 2028 წლამდე წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებას.

მესამე, ვითხოვთ არამხოლოდ ანრის, არამედ ყველა უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ანრი თუ წარმოადგენს დღეს კონსერვატორიას სხვა ადამაინები წარმოადგენენ საქართველოს და საქართველოს მოპარვას ხალხი არ დაუშვებს. ვითხოვთ, რომ განცხადება გაკეთდეს დღეს, 24 საათის განმავლობაში დაგველაპარაკოს რექტორი სტუდენტებს, ლექტორებს, ყოფილ სტუდენტებს“,- განაცხადეს საპროტესტო აქციაზე.