„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - 46 ქართული მედიასაშუალება 3 საათით პროტესტის ნიშნად გაფიცული იყო

პუბლიკა

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, 46 მედიასაშუალება, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, სამი საათით (17:00-20:00) გაიფიცული იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იყო შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”

დღეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაფიცული მედიების სია

  1. ფორმულა
  2. ტვ პირველი
  3. მთავარი არხი
  4. ტვ პალიტრა
  5. ტვ კავკასია
  6. BMG
  7. ნეტგაზეთი
  8. ბათუმელები
  9. პუბლიკა
  10. ინდიგო
  11. ჯემნიუსი
  12. სტუდია მონიტორი – 
  13. მთის ამბები /საქართველოს ამბები
  14. მედიაჩეკერი
  15. Chai Khana
  16. ტაბულა
  17. On.ge
  18. OC Media
  19. მედია აპრილი
  20. Civil.ge
  21. პროექტი 64
  22. რეალპოლიტიკა
  23. რადიო მარნეული
  24. Qartli.ge
  25. აი, ფაქტი
  26. მაუწყებელი
  27. TOK TV
  28. ფორბს-საქართველო
  29. ,,სამხრეთის კარიბჭე””
  30. აგროგარემო TV
  31. ოდიში TV
  32. რადიო ოდიში
  33. იმერვიზია TV
  34. გურია TV
  35. მეცხრე ტალღა
  36. JRC
  37. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB
  38. აჭარა თაიმსი
  39. აქცენტი
  40. TV 25
  41. TV მონიტორინგი
  42. ჩემი ხარაგაული
  43. CNews Exclusive
  44. ინფო იმერეთი
  45. რადიო ათინათი
  46. მეგა ტვ