„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ – სოფელ ქვემო ჭალაში აქცია-მსვლელობა დაიწყო. ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ დღეს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას გეგმავდა, თუმცა პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვეტილება შეცვალა.
„დღეს ზაზა 34 წლის გახდა. მინდა, ჩემმა შვილმა დაინახოს, რომ სოფელი, ხალხი, სამეგობრო და სანათესავო მის გვერდზეა“, – ამბობს მიხეილ გახელაძე.
მიხეილ გახელაძის თქმით, მსვლელობა ტაძართან დასრულდება, სადაც აქციის მონაწილეები სანთლებს დაანთებენ და ზაზა გახელაძისთვის ილოცებენ. მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამოქმედო ბერკეტები, თუმცა ჯერჯერობით უმოქმედოა და ამიტომაც მე-12 თვეა ზაზა გახელაძე პატიმრობაშია.