„არ ვაღიარებთ არჩევნებს” – თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ორგანიზატორების თქმით, ეს „დაიტოვეს” გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
„დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.
„ჩვენ, აქ მყოფი ხალხი, ვართ ამის გარანტი. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, რა არის თქვენი გეგმა? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ერთადერთი გეგმა – ბრძოლა ყველგან და ყოველთვის […]
მე ხელზე მიკეთია სამკლაური. ამ სამკლაურზე, თეთრ ნაჭერზე, შავი გაჟონილი წერტილი არის, როგორც სიმბოლო გაჟონილი ხმების. ჩვენი გაჟონილი ხმების, რომელიც მოგვპარეს. რომელმაც კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ქვეყნის მომავალი და ჩემთვის ამ სამკლაურის ტარება არის მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ მე ბრძოლის მონაწილე ვარ.
როდესაც გავალ ქუჩაში და დავინახავ კიდევ ერთ ადამიანს მაინც, რომელსაც ეს სამკლაური ეკეთება, ჩემში არსებული ნაპერწკალი კიდევ უფრო გაღვივდება და სათითაოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჯერ კიდევ ერთი ადამიანი მაინც იბრძვის ამ ქვეყანაში მომავლისთვის. ზუსტად ასეთი პატარა რაღაცებით იწყება ნებისმიერი მოქმედება”, – განაცხადა „დაიტოვეს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა მსვლელობის დაწყებამდე.
ამ წუთებში თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ილია ღლონტმა მსვლელობის დაწყებამდე.