თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვის აქცია ვარდების რევოლუციის დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამ აქციით, ისინი ამბობენ, რომ საქართველოში უნდა დავრუნდეს თავისუფლება და მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
„ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს თავისუფლება. მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ ყველამ, საქართველომ თითოეულმა მოქალაქემ და თავისუფლება მიშას. მიშა უნდა გათავისუფლდეს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.