შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი დააკავეს. 29 წლის, 23 წლის, 32 წლისა და 21 წლის პირებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.
უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ 24 წლის ახალგაზრდას, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.