„გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გაიმართოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – ამ მოთხოვნებით დღეს ოპოზიცია თბილისში აქციას გამართავს.
„მთავარი არხის” ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან ავტოკოლონები უკვე დაიძრნენ.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.
15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.