ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს.

ცესკოს სხდომა, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეაჯამონ, რამდენიმე წუთის დაწყებული იყო.

სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა.

მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.

ცესკოს თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მისი განცხადება არაფერ შუაშია შემაჯამებელ სხდომასთან, შემდეგ კი უთხრა: „არ მაიძულოთ, დაგატოვებინოთ დარბაზი”.

დავით კირთაძე კალანდარიშვილის მაგიდას მიუახლოვდა და მოულოდნელად სახეზე შავი საღებავი შეასხა.

⭕ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხეს