„მთელი სოციალური ქსელი გადაჭრელებულია. თავმოყვარე ადამიანი, ადამის მოდგმის ნაშიერი, უბრალოდ არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო”. – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ქართული წარმოების პირბადეებზე, რომელიც გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა.
ის ამბობს, რომ სანამ ამას იტყოდა, 3 ადამიანთან გადაამოწმა. „თმები რომ მქონდეს ყალყზე დამიდგებოდა. წარმოუდგენელი რამაა, პირბადე ვერ შემოიტანა ქვეყანაში მილიარდერმა ხელისუფლებამ, რომელიც ათი თეთრი ღირდა კრიზისამდე”. – ამბობს ოპოზიციონერი პლიტიკოსი.
მისი თქმით, ეს არის ის კრიტიკა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაიგოს. „სანამ ჩაუშვებდნენ გაყიდვაში, შეემოწმებინათ, 20 წუთით გაეკეთებინათ ეს პირბადე. საერთაშორისო მედიაშიც მოხვდება ეს ამბავი“, – ამბობს მელია.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული წარმოების პირბადეები კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ გამოუშვა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისი დამზადებისა და მოხმარების ინსტრუქცია შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.