საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით, პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.
პატარიძე ამ თანამდებობას 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ის 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.
ზურაბ პატარიძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო.