თავს 20 წლის წინანდელზე უკეთ ვგრძნობ, საავადმყოფოს დღეს დავტოვებ - ტრამპი

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.

“დღეს დავტოვებ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ. არ დაუშვათ, რომ კოვიდი დომინირებდეს თქვენს ცხოვრებაში”. – წერს იგი.

“ტრამპს თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, – წერს ტრამპი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.