TBC ბანკმა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში დახურა

პუბლიკა

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის ამჟამინდელი დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ TBC ბანკმა სანქცია დაადო და  ანგარიშები დაუხურა

„დაიწყო საბანკო ტერორი!!! პასუხი გაგეცემათ!!!”, – დასძენს ის facebook-პოსტში.

ლორთქიფანიძე ასევე აქვეყნებს ბანკის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისიწნებით უწევთ ანგარიშების დახურვა და ერთი კვირის განმავლობაში ნაშთის განულებას სთხოვენ.

TBC ბანკი „ფორმულასთან” აცხადებს, რომ დახურა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც სანქცირებულთა სიაშია.

TBC ამბობს, რომ განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად, დააინიცირა იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვა.

ბანკის ცნობით, მათ ფიზიკური პირის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ანგარიში არ დაუხურავთ. TBC-ის თქმით, ფაქტი, რომ იურიდიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაშია, ანგარიშის დასახურად საკმარისი საფუძველია.

TBC მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიზნით, არ ასახელებს იმ ორგანიზაციის სახელს, რომლის ანგარიშიც სანქცირებულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დახურა.