„ბოლო დღე-ღამეში თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1 033 შემთხვევა, აჭარა – 502, იმერეთი – 517, ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან: თბილისში – 11, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი.
ხოჯევანიშვილის განმარტებითვე, 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 801, იმერეთში – 973.
„მძიმე პაციენტი გვყავს 652, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 103, იმერეთში – 159. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, მათ შორის, თბილისში – 162, აჭარაში – 90, იმერეთში – 33“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა დადასტურდა; გარდაიცვალა 33 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 69681;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52169;
მათ შორის გარდაცვლილი – 599;
კარანტინის რეჟიმში – 2506;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4918;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3311;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.