თბილისი - 1 134, იმერეთი - 338 | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა – 230, იმერეთი – 338, ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 30 449 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


დღეს, 18 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2244.