თბილისი - 1 232, აჭარა - 603, იმერეთი - 619 | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 76 658-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 7, იმერეთში – 10, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა – 603, იმერეთი – 619, ქვემო ქართლი – 122, შიდა ქართლი – 140, გურია – 94, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 97, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 890, იმერეთში – 1 049.

მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 121, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 282 – იმერეთში.

8 573 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში – 32. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 897 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში – 18 460, იმერეთში – 4 921.