საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა,
- აჭარა – 219,
- იმერეთი – 362,
- ქვემო ქართლი – 231,
- შიდა ქართლი – 156,
- გურია – 40,
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203,
- კახეთი – 142,
- მცხეთა-მთიანეთი – 84,
- სამცხე-ჯავახეთი – 43,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3942.