თბილისი - 1 293, აჭარა - 475, იმერეთი - 793 | კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 124 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი-232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი-371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი-70, სამცხე-ჯავახეთი-62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათgan 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის: თბილისის საავადმყოფოებში – 2 728, აჭარაში – 1 000, იმერეთში – 1 215.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის: თბილისში – 461, აჭარაში – 155, იმერეთში – 219. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათ შორის, თბილისში-188, აჭარაში – 139, იმერეთში  – 42.

3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის: 1200 – თბილისში, 2 154  – აჭარაში, 265 – იმერეთში.

8 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 412, აჭარაში – 1 035, ხოლო იმერეთში – 33.

სულ 6 ოქტომბრიდან  25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია – 18 029 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის: თბილისში – 17 841 პირი, აჭარაში – 14 605, იმერეთში – 4 782.