უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის 18197 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა 3366 ადამიანი.