თბილისი - 1 354, აჭარა - 410, იმერეთი - 398 | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ქვეყანა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ  703 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა
  • აჭარა – 410
  • იმერეთი – 398
  • ქვემო ქართლი – 198
  • შიდა ქართლი – 153
  • გურია – 60
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248
  • კახეთი – 126
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 26
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.