უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3487 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა. აქედან: აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 29 158 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 16 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2495.