უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 321 შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევები, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 615 შემთხვევა;
- იმერეთი – 564;
- აჭარა – 491;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 433;
- ქვემო ქართლი – 395;
- შიდა ქართლი – 253;
- კახეთი – 236;
- მცხეთა-მთიანეთი – 175;
- გურია – 77;
- სამცხე-ჯავახეთი – 76;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
მთავრობის მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით 27 434 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48.
3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში.
ხოლო 16 568 მოქალაქე კორონავირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.