უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში – 489, იმერეთში – 823, ქვემო ქართლში – 372, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 328, მცხეთა-მთიანეთში – 143, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 – მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 9 დეკემბერს საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4734 ახალი შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3895 ადამიანი და გარდაიცვალა 38.