ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 1 387 შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში – 525, იმერეთში – 591, ქვემო ქართლში – 351, შიდა ქართლში – 294, გურიაში – 131, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 274, კახეთში – 166, მცხეთა-მთიანეთში – 134, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655.
6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის: თბილისის საავადმყოფოებში –2 843, აჭარაში – 1 043, იმერეთში – 1 255.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის: თბილისში –486, აჭარაში – 152, იმერეთში – 218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 45, იმერეთში – 43.
3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში. მათ შორის: 1 283 – თბილისში, 1 997 – აჭარაში, 332 – იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.