თბილისი - 1 729, აჭარა - 339, იმერეთი - 673| კორონავირუსის განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში – 673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი და გარდაიცვალა 36.