უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4780 ახალი შემთხვევის დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე ისაუბრა.
„თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648, ქვემო ქართლში – 319, შიდა ქართლში – 259, გურიაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 385, კახეთში – 280, მცხეთა-მთიანეთში – 128, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის 20 013 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის, 6 251 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
დღეს, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 4780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 37 და გამოჯანმრთელდა 3489 ადამიანი.