თბილისი 191 შემთხვევა, იმერეთი - 108 | კორონავირუსის განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტი, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 660 პირი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა;
  • აჭარა – 19;
  • იმერეთი – 108;
  • ქვემო ქართლი – 26;
  • შიდა ქართლი – 40;
  • გურია – 20;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46;
  • კახეთი – 40;
  • მცხეთა-მთიანეთი – 5;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი.