თბილისი - 196, აჭარა - 62, იმერეთი - 84 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა:

„თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5“, – აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 743 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში და 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 880 და გარდაიცვალა 23 კოვიდპაციენტი.