უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4570 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 28 938 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 10 დეკემბერს საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4570 ახალი შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3045 ადამიანი და გარდაიცვალა 43.