უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 16, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 13386 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 28 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2 766.