თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 297;
- აჭარა – 189;
- იმერეთი – 150;
- შიდა ქართლი – 12;
- ქვემო ქართლი – 11;
- მცხეთა-მთიანეთი – 9;
- გურია – 6;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
- კახეთი – 2;
- სამცხე-ჯავახეთი – 1.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 7159 გამოჯანმრთელებულია ქვეყანაში, 6362 აქტიური შემთხვევა. მათგან კრიტიკულად მძიმე პაციენტებს შორის 7 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა, 1 კი – ოკუპირებული ცხინვალიდან.
ენდელაძის თქმით, 7 გარდაცვლილი პაციენტი აჭარასა და თბილისში ნაწილდება, მათი ასაკი 66-დან 90-წლამდე მერყეობს. ენდელაძის ინფორმაციით, ყველა მათგანს ჰქონდა თანმხლები დაავადებები.
„ვიცით, არის ძალიან ბევრი კერა; არიან ცხელებიანი პაციენტები; მიდის ინტენსიური ტესტირება. სულ გვქონდა შიში, რომ თბილისში მოიმატებდა შემთხვევები, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ეს უკავშირდება იმას, რომ არ ვიცავთ რეგულაციებს, პირბადის ტარებას ვგულისხმობ. უნდა დავიცვათ სახე მთლიანად, ვხედავთ, რომ ზოგს კისერზე აქვს, ზოგს პირზე და ა.შ. დამატებითი ზომების საკითხს კოორდინირებულად წყვეტენ უწყებები, ალბათ, იქნება წერტილოვანი ღონისძიებებეი, მაგრამ, ზუსტად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ენდელაძემ თბილისში შემთხვევების მატების შესახებ.