თბილისი - 333, იმერეთი - 111 | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 78, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 22 628 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


დღეს, 21 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი და გარდაიცვალა 46 პაციენტი.